სასწავლო პროექტი


მასალები და მათი თვისებები
ქაღალდის დამზადება

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა): ამოიცნონ და დაასახელონ ბუნებრივი და ხელოვნური მასალები. შეძლონ საუბარი მათი გამოყენების შესახებ.

3. პროექტის აქტუალობა: ეს პროექტი აქტუალურია იმით, რომმოსწავლეებს უფრო განუვითარდეთ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების, წყაროების შედარების, მონაცემთა ანალიზის, ორგანიზებულობის, შემოქმედობითობის, ურთიერთანამშრომლობის, კომუნიკაციების, პრაქტიკულ ქმედებათა უნარი.

4. პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია მოსწავლემ შეძლოს ამოიცნოს ბუნებრივი და ხელოვნური მასალა,ისაუბროს მათი გამოყენების შესახებ, მეორადი მასალისგან შექმნას ახალი დანიშნულების საგანი.

5. მონაწილეთა ასაკი: 9–10 წ.

6. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები იგებენ რომ ზოგიერთი მასალა, მათ შორის ქაღალდი ხელახალი გადამუშავების შემდეგ შესაძლებელია ისევ იქნეს გამოყენებული. არსებობს სპეციალური პუნქტები, სადაც ხდება მაკულატურის შეგროვება, შემდეგ ის საწარმოებში გადააქვთ და ხელახლა ამუშავებენ.

8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: საჭირო სახელმძღვანელო, სასკოლო სახელმძღვანელო, ცდის ჩატარებისთვის საჭირო მასალა, ტექნიკური რესურსი.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
ა)შეირჩა თემა მოსწავლეებთან ერთად და ჩამოყალიბდა შესაბამისი შეკითხვები.
ბ)კლასი დაიყო ორ ჯგუფად.
გ)თითოეულ ჯგუფში ავირჩიეთ პასუხისმგებელი პირი შესრულებულ სამუშაოზე
დ)თითოეულ ჯგუფს მივეცი მითითება სად და როგორ მოეძიათ საჭირო ლიტერატურა,როგორ შეეგროვებიათ ცფისთვის საჭირო მასალა და როგორ გამოეყენებიათ პრეზენტაციის მოსამზადებლად ტექნიკური რესურსი.
მოსწავლეებს ავუხსენი, რომ ცდას ჩავატარებდით ორივე ჯგუფი ერთდროულად ჩემი დახმარებით.
ე)თითოეული ჯგუფის პასუხისმგებელი პირი წარმოადგენს პროექტის პრეზენტაციას.
ვ)ხდება პროექტის შეფასება მოსწავლეების მიერ ანგარიშის სახით და ჩემს მიერ მოსწავლეების შეფასების რუბრიკის მიხედვით.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოვაწყობთ ექსკურსიას ზუგდიდის ქაღალდის ქარხანაში.

10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნ. IV. 6. მოსწავლე განასხვავებს მასალებს, მსჯელობს მათი თვისებების შესახებ.
*იკვლევს ობიექტებს და ასახელებს, თუ რა მასალისაგან შედგება ისინი;
*ამოიცნობს და ასახელებს ბუნებრივ და ხელოვნურ მასალებს, საუბრობს მათი გამოყენების შესახებ.
*ატარებს ცდას, იკვლევს მასალათა თვისებებს, ხსნის ობიექტების დასამზადებლად კონკრეტული მასალის შერჩევის მიზეზს.

11. პროექტის ხელმძღვანელი: ნაირა კვერღელიძე

12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nairakwergelidse@gmail.com

13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: nairakwergelidse.blospot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий